ქალებზე ზრუნვა

         

 

ASB Germany-სთან ერთად, SSK-მა წარუდგინა ფედერალურ საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის მონახაზი, რომელიც ეხება პროფესიულ კურსებს პანკისის ხეობაში ქალთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ფედერალური საგარეო უწყების მხარდაჭერით პროექტი 2022 წლის აგვისტოში დაიწყო და 150 ბენეფიციარს ემსახურება. პროექტი დუისში, ქორეთსა და ომალოში ხორციელდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტის დაწყებიდან თითოეულ კურსს ფაქტიურად 100%-იანი დასწრება აქვს. ყველა ბენეფიციარმა აღნიშნა, რომ ეს კურსები მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათ შეძლეს გაეუმჯობესებინათ ფინანსური კეთილდღეობა მიღებული ცოდნით.

გარდა პროფესიული კურსებისა, ფსიქოლოგმა ბენეფიციარებთან 16 სესია ჩაატარა. ფსიქოლოგმა ისაუბრა თემაზე „თვითმოვლა და ქალთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა, როგორც სოციალური გამოწვევა“. კონფლიქტურ და რთულ რეგიონებში მეტი სტაბილურობის მისაღწევად, მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერება არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, არამედ მათი ფსიქიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს მომავალი თაობის და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე.