Შესაძლებლობების განვითარება
პროფესიული განათლება ქალთა და მამაკაცთათვის პანკისის ხეობიდან
ASB გერმანიასთან ერთად, სსკ-მ წარუდგინა ფედერალურ საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის მონახაზი, რომელიც ეხება პროფესიულ კურსებს პანკისის ხეობაში ქალთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
ფედერალური საგარეო უწყების მხარდაჭერით პროექტი 2022 წლის აგვისტოში დაიწყო და 150 ბენეფიციარს ემსახურება. პროექტი დუისში, ქორეთსა და ომალოში ხორციელდება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტის დაწყებიდან თითოეულ კურსს ფაქტიურად 100%-იანი დასწრება აქვს. ყველა ბენეფიციარმა აღნიშნა, რომ ეს კურსები მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათ შეძლეს გაეუმჯობესებინათ ფინანსური კეთილდღეობა მიღებული ცოდნით.
გარდა პროფესიული კურსებისა, ფსიქოლოგმა ბენეფიციარებთან 16 სესია ჩაატარა. ფსიქოლოგმა ისაუბრა თემაზე „თვითმოვლა და ქალთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა, როგორც სოციალური გამოწვევა“. კონფლიქტურ და რთულ რეგიონებში მეტი სტაბილურობის მისაღწევად, მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერება არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, არამედ მათი ფსიქიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს მომავალი თაობის და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე.
უკრაინელი ლტოლვილების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში
.
2022 წლიდან საქართველოს სამარიტელთა კავშირი პარტნიორ ორგანიზაციასთან, Unite Together-თან, ერთად, ASB საქართველოს დაფინანსებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს საქართველოში უკრაინელი ლტოლვიების მხარდასაჭერად,
Შესაძლებლობების განვითარება
"ჰრესნიკების" შესაძლებლობების გაზრდა, მათი უნარებისა და ფსიქო-სოციალური გამძლეობის გასაუმჯობესებლად სპეციფიური სასწავლო პროგრამების მეშვეობით. "ჰრესნიკები" არიან უკრაინელი სოციალური დახმარების მუშაკები, რომლებიც დახმარებას უწევენ უკრაინელებს საქართველოში.
რატომ არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაზრდა
"ჰრესნიკების" გაძლიერება მნიშვნელოვანია არა მარტო სოციალური ასისტენტის მოვალეობის უკეთ შესრუებისთვის, არამედ მათი პიროვნული და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობის ზრდისთვის.
ტრენინგიები
1. პირველადი დახმარება
2. შინმოვლა
3. კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვა
4. ემოციები და სტრესის მართვა
5. თვითრეალიზაცია და სამომავლო დაგეგმვა.
შესაძლებლობების გაძლიერების გავლენა
"ჰრესნიკების" შესაძლებლობების გაზრდით ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების მომსახურების ხარისხი.