შინმოვლა

      

პროექტი მოიცავს მარტო მცხოვრებ მოხუცებსა და გაჭირვებულ ოჯახებზე ზრუნვას და მიზნად ისახავს მათთვის ღირსეული და ადეკვატური სერვისების მიწოდებას.

სსკ-ს შინმოვლის გუნდი შედგება ხუთი ადამიანისგან. სსკ, სტრატეგიის მიხედვით, მიზნად ისახავს უმუშევარი დევნილთა შესაძლებლობების გაძლიერებას დასაქმების გზით. ამრიგად, შინმოვლის ჯგუფის წევრების 90% დევნილები არიან.

სსკ-ს შინმოვლის ცენტრი სულ 122 ბენეფიციარს ზრუნავს ქალაქ გორში და მიმდებარე სოფლებში. მომსახურება 2014 წლიდან ხორციელდება და ფინანსდება ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ.

მობილური ზრუნვა 
ეფუძნება მკაცრად დადგენილ ხარისხობ­რივ სტანდარტებს და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: 

ძირითადი მოვლა 
გულისხმობს დახმარებას სხეულის მოვლაში, კვებასა და გადაადგილებაში _ ანუ ყოველდღიური ცხოვრების ძირითად საჭიროებებში.

სამედიცინო მომსახურება
გულისხმობს პროცედურებს, რომელიც ჩვეულებრივ კვალიფიცირებული მომვლელის კომპეტენციას მოითხოვს. მაგ. ინსული­ნის ინექცია, სახვევის შეცვლა, კათეტერის გამოცვლა, წნევის გაზომვა, მედიკამენტების გაცემა, ექიმის დანიშნულების შესრულებაში დახმარება და კონტროლი.

საყოფაცხოვრებო მომსახურება 
გულისხმობს დახმარებას სახლის სამეურნეო საკითხებში, როგორიცაა ყოველდღიური საჭიროების ნივთებისა და პროდუქტების შეძენა, ბინის დალაგება-დასუფთავება და საკვების მომზადება.

სოციალური კონსულტაცია
გულისხმობს კონსულტაციასა და პირველად გასაუბრებას, შემდგომი დახმარების გაწევის თაობაზე რჩევებს, ასევე იურიდიულ და სოციალურ კონსულტაციებს სამიზნე ჯგუფის აქტუალურ უფლებებთან (სოციალური დახმარება, ფულადი დანამატები, შეღავათები, ქონებრივი ინტერესები) დაკავშირებით.

ჩვენი ორგანიზაციის მიერ შერჩეული და გადამზადებული ექთნები და სოციალური ასისტენტები სისტემატურად დადიან და უფასოდ ეხმარებიან მოხუცებს სამედიცინო, საყოფაცხოვრებო და სოციალური პრობლემების მოგვარებაში. მათი ვიზიტების სიხშირე დამოკიდებულია ბენეფიციართა საჭიროებებზე (საშუალოდ კვირაში ორჯერ). 

Სოციალური სერვისები:

2020 წლიდან სსკ-ს შინმოვლის ჯგუფმა დაიწყო საკვების მიწოდება 32 გაჭირვებული ოჯახებისთვის გორის მიმდებარე სოფლებში. პროექტს გორის მუნიციპალიტეტი აფინანსებს.